суббота, 15 мая 2010 г.

პროექტი

პროექტი–––––––"გარემო ჩემი სახლია"
იდეა ამ პროექტისა ითვალისწინებს , რომ მოსწავლეები ისწავლიან გარემოს მოფრთხილებას და დაცვას।


თემა––––––––––რა ს წარმოადგენს სოციალური ეკოლოგია।


სასწავლო პროექტის მნიშვნელობა დააქტუალობა–––––––––––პროექტი აქტუალურია იმით, რომ გარემო სადაც ჩვენ ვცხოვრობთ არის ეკოლოგიურად დაბინძურებული।ადამიანები თავისი ყოველდღიური საქმიანობით ხელს უწყობენ გარემოს დაბინძურებას।

მიზნები და შედეგები––––––––––––მთავარი მიზანია ის რომ, მოსწავლე აანალიზებს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის ბუნებრივ და ანთროპოგენულ წყაროებს। შედეგად : მოსწავლეღამოთვლის მიწის ,ჰაერის, წყლის ძირითადი დაბინძურების წყაროებს। მსჯელობს დაბინძურების შესუსტების შესაძლო გზებზე।


შეფასების საგანი და პროცედურები––––––––––––დაკვირვების ობიექტი იქნება მოძიებული ინფორმაციის ოდენობა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება।

რა ცოდნას უნდა ფლობდეს მოსწავლე წინასწარ–––––––––––––მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ რა არის ეკოლოგია , სოციალური ეკოლოგია და ეკოკულტურა।


რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო–––––––––––სახელმძღვანელო, დამატებითი სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურა,ვიდეო მასალა।


სასწავლო პროექტის მსვლელობა–––––––––––თემის სახელს ვირჩევთ , იმიტომ რომ ადგილი სადაც ჩვენ ვცხოვრობთ არის ძალზე დაბინძურებული მარგანეცის ღია წესით მოპოვების გამო।

ვაყალიბებთ საპროექტო ჯგუფებს, სულშეიქმნება სამი ჯგუფი ,
თითოეული ჯგუფი შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას:
პირვ।ჯგუფი აგროვებს ინფორმაციას მიწის დაზიანებული ადგილების შესახებ।
მეორე ჯგუფი––––დაბინძურებული წყლის შესახებ।
მესამე ჯგუფი––––იკვლევს რა ფართობის ტერიტორიები გაიჩეხა მარგანეცის ღია წესით მოპოვების დროს।
ჯგუფები ახდენენ მოპოვებული ინფორმაციის ანალიზსს და ადგენენ ანგარიშს।
ჯგუფები ახდენენ თავიანთი ანგარიშის პრეზენტაცის।

მასწავლებელი წინასწარ შემუშავებული რუბრიკის საშუალებით ახდენს შეფასებას

Комментариев нет:

Отправить комментарий